ქეთევან ციხელაშვილი - ჩემი ინფორმაციით, ამ მომენტში ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ ახალი ინსტალაციების მშენებლობა არ მიმდინარეობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ამ მომენტში ახალი ინსტალაციების მშენებლობა არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები, მის სახეს კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩენს.

„ჩემი ინფორმაციით, ამ მომენტში იქ არ მიმდინარეობს ახალი ინსტალაციების მშენებლობა. თუმცა, ამგვარ ქმედებას ჰქონდა ადგილი, ისევე, როგორც ფახულანისა და ტახტისძირის მონაკვეთებზე, ზუსტად კოვიდ-19-ის ფონზე, რაც კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომელიც თავისთავად არარეალური, სრულიად უკანონო და არაჰუმანურია. იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო, აბსოლუტურად ყველა, ებრძვის საერთო უხილავ მტერს, დამატებით პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის განცხადებით, დღეს გარდაცვლილი მამაკაცი მე-14 გარდაცვლილია მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეჟიმმა იზოლაცია დაიწყო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგორელი, 63 წლის მამაკაცი, რომლის გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მიუხედავად მისი და მისი ოჯახის წევრების თხოვნისა და „წითელი ჯვრის“ მცდელობებისა. რა თქმა უნდა, ამ შეფერხებამ მძიმე გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე, ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საერთოდ, იზოლაციის დაწყებიდან ცხინვალის რეჟიმის მიერ, 2019 წლის სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, 13 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ბატონი გახლავთ მე-14“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025