ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ისინი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას „სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებისთვის "ბიოლოგიური მასალის აღებაში" ადანაშაულებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, 26 აპრილს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არანაირი საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა და არცერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარა.

„20 მაისს სამხრეთ ოსეთის მედიაში გამოქვეყნებულმა ცნობებში საქართველოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ, არაზუსტად და სრულიად მცდარად აისახა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ 26 აპრილს. კატეგორიულად უარვყოფთ რა ცრუ ცნობებს რომლებიც მისიის წინააღმდეგ მიმართული გამიზნული და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია ჩვენ ვაცხადებთ: 26 და 27 აპრილს მისიამ უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებებს " პირადი მანქანების" შესახებ, რომლებიც ახლდა მის პატრულს. საპასუხოდ, მისიამ განმარტა, ისევე როგორც აქ განმარტავს, რომ დასახელებული მანქანები იყო სასწრაფო დახმარების მანქანები. სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა. ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია. სასწრაფო დახმარების მანქანა მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა. პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით. არცერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარა. არანაირი ნიმუშების შეგროვება არ მომხდარა და ამის განზრახვაც არ არსებობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, იგი ყოველდღიურად აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის COVID პანდემიის დროს. ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში, მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე ჯერ კიდევ 2014 წელს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი“, - აღნიშნულია EUMM-ის განცახდებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას „სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებისთვის "ბიოლოგიური მასალის აღებაში" ადანაშაულებს, რაც მათივე განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის გენოციდის გაგრძელებას ემსახურება“. ე.წ. კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ „ქართულ-ოსურ საზღვართან“ ქართული სამედიცინო კლინიკის მანქანა დააფიქსირეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგივე კლინიკის ავტომობილი მოგვიანებით „საზღვრის“ სხვა მონაკვეთზეც გამოჩნდა. მათივე თქმით, ორივე შემთხვევაში „ქართველი ექიმების ფარულ გადაადგილებას“ უზრუნველყოფდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეკიპაჟები.

ე.წ. კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები პირდაპირ კავშირში არიან ქართული მხარის გეგმებთან, „მოაგროვონ ოსეთის მოქალაქეების ბიოლოგიური ნიმუშები მათი საზღვარზე უკანონოდ გადაყვანით“.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ