ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყების შესაძლებლობა 23 მაისიდან ექნებათ

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყების შესაძლებლობა 23 მაისიდან ექნებათ. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში უკვე შესაძლებელია პროცედურა დაიწყოს და დაიგეგმოს.

„მას შემდგომ, რაც გაუქმედება საგანგებო მდგომარეობა და ძალაში შევა, ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურა. ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა უკვე 23 მაისიდან. შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირას შეგვიძლია დავიწყოთ უკვე პროცედურა და დავგეგმოთ, როდის შედგება საყოველთაო სახალხო განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ, რომ ეს იქნება ონლაინ რეჟიმში წარმართული. ამ პროცედურის დასრულების შემდგომ დავიწყებთ უკვე ამ პროექტის საკომიტეტო განხილვას და შემდგომ პლენარულ სხდომებზე განხილვას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მაქსიმალურად გააზრებულად და დაგეგმილად წარვმართოთ ეს პროცედურა და შედეგად, დაახლოებით, ივნისის ბოლოს განვახორციელოთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო მოდელის ისეთ ცვლილებას, რომელზეც შევთანხმდით ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ რეალურად უფრაქციო პარლამენტის წევრებს და ოპოზიციურ ჯგუფს საგანგებო მდგომარეობის დასრულება არ სურთ და ამაში გარკვეულ ქვეტექსტსაც კითხულობს.

„სხვათაშორის, დღეს პლენარულ სხდომაზე სენსაციურ განცხადებებს აკეთებენ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც ან არიან პარლამენტის უფრაქციო წევრები ან ოპოზიციური ჯგუფები. ისინი პრაქტიკულად მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარება. შესაძლებელია, ამ ყველაფრის უკან იყოს გარკვეული პოზიციები და ეს იყოს შეფარული ტექსტი იმისკენ, რომ მათ სურდეთ რეალურად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. ასე რომ, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს