რომან გოცირიძე - სახის შენარჩუნების მიზნით  გამოაცხადეს, რომ კანონი იმუშავებს დაახლოებით ერთი თვე, შემდეგ, მთელი ეს ისტორია მორჩება, რაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია

სახის შენარჩუნების მიზნით გამოაცხადეს, რომ ეს კანონი იმუშავებს დაახლოებით, ერთი თვე, შემდეგ, მთელი ეს ისტორია მორჩება, ეს არის შედეგი ერთობლივი ძალისხმევის , - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რომან გოცირიძის განმარტებით, ძალიან დიდი ზეწოლის და ოპოზიციის არგუმენტების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, სპეციალისტების მიერ "განხორციელებული შტურმის შედეგად, ხელისუფლებამ უკან დაიხია და ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა".

"მიხვდნენ, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელსაც მოჰყვებოდა სერიოზული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები. ეს ძალიან მძიმედ დაუჯდებოდა მთავრობას. შეიძლება, ის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საბაბი ყოფილიყი. ასე ვთქვათ, სახის შენარჩუნების მიზნით გამოაცხადეს, რომ ეს კანონი იმუშავებს დაახლოებით, ერთი თვე. იქნება გარდამავალ დებულებაში ჩაწერილი ის ანტიკონსტიტუციური ნორმები, რომლის მიღებასაც ჩვენ ახლა, ვეწინააღმდეგებოდით და ერთი თვის გასვლის შემდეგ, მთელი ეს ისტორია მორჩება. აი, ეს არის შედეგი ერთობლივი ძალისხმევის. ამას მართლაც ჰქვია "ძალა ერთობაშია". დღეს ერთობაში ვიყავით როგორც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ყველა ოპოზიციური პარტია. დღეს ვერავითარი არგუმენტი ვერ დაგვიპირისპირეს პარლამენტში დებატებისას. აღიარეს, რომ დამარცხდნენ. პარლამენტის ბიურის წევრებს "ქართული ოცნებიდან" შევახსენებ გუშინდელ თავდასხმას ჩემზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ასე რიხით, რომ ლაპარაკობდნენ, ეს არის შეუვალი კანონი და მე ვიყავი არასწორი, ასევე რიხით საუბრობდნენ, იმის თაობაზე, რომ თურმე ესენი პილიტპატიმრები კი არ არიან, კრიმინალები არიან, ამ დროს მეორე დღეს მოუწიათ მათი შეწყალება. ასეა, ნუ იტყვი ჰოპლას, სანამ არ გადახტები. დღეს იყო კიდევ ერთი ჩვენი გამარჯვება. "ქართულ ოცნებას" არ გავატანინეთ ის, რაც საქართველოს დემოკარტიას უკან დახევდა, დიდ რეპრესიულ ბერკეტს მისცემდა ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწეროს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის