ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონსულტაციები მის გარეშე გამართულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონსულტაციები მის გარეშე გამართულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„როგორც ჩანს, განხორციელდა ზარი და ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა, მაგრამ კონსულტაციები რომ ყოფილიყო გავლილი, მეც ვიქნებოდი ჩართული ამ კონსულტაციებში. კონსულტაციებს რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ჩვენთან ასეა გადანაწილებული, ასე არის განსაზღვრული კონსულტაციების გავლის წესი. იმ დროისთვის რაღაც შეხვედრა იყო, აღარ მახსოვს, სამნი ვიყავით ერთად შეკრებილი ოფისში, მე ვიყავი, კახი კალაძე და მამუკა მდინარაძე და ბრიფინგზე შევიტყვეთ ეს ყველაფერი, ამის შემდეგ, 1 საათში ჩავატარეთ ბრიფინგი.

პრეზიდენტი იღებს თავის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ჩვენი ფუნქციაა ამაზე პოლიტიკური რეაგირება. პოლიტიკური რეაგირების გამოხატულება იყო ჩვენ მიერ ჩატარებული ბრიფინგი, სადაც განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენი აზრით, არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა ეს წერილები ქვეყანას არც შიგნით და არც გარეთ. მეორე, კრიმინალების კიდევ უფრო მეტად წარმოდგენა წინასაარჩვენო გარემოში არათუ, ხელშემწყობი არ იქნება დეპოლარიზაციისთვის, პირიქით, დამატებით ხელს შეუწყობს პოლარიზაციას“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა