დონალდ ტრამპი - კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ ჩავკეტავთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა შეუტევს, ის არ აპირებს შტატები კიდევ ერთხელ ჩაკეტოს.

„ამბობენ, რომ ეს აშკარად შეიძლება მოხდეს. ეს სტანდარტულად ასეა. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს, ქვეყანას არ ჩავკეტავთ“,- განაცხადა ტრამპმა კომპანია „ფორდის“ ქარხანაში სტუმრობის დროს.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსს 96000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ ჩავკეტავთ

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია