არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - ეს არის დემოკრატია, ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტით მმართველმა პარტიამ სხვა რამ შეუკვეთა, თუმცა მიღებული კანონით სხვა შედეგი მიიღო.

„ბატონო რომან, ეს არის სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია, ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძერომან გოცირიძის კომენტარის საპასუხოდ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიციის კრიტიკის ტონი შერბილებულია, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით. თუმცა, რომან გოცირიძემ ამასთანავე განმარტა, რომ არც ეს კანონი არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან მას სერიოზული პრობლემები აქვს და ის გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა