ტყეში საქონლის საძოვებლად, ასევე დასვენებისა და გართობის მიზნით ცეცხლის დანთებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა

ტყეში საქონლის საძოვებლად სპეციალური ადგილების გამოყოფა მოხდება. პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ტყის კოდექსის“ პროექტის თანახმად, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ, ტყეში გადაჭარბებული ძოვების პრაქტიკით გამოწვეული უარყოფითი შდეგების გათვალისწინებით, კოდექსი ადგენს სახელმწიფო ტყეში საქონლის საძოვებლად შესაბამისი ტერიტორიების გამოყოფის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყის ფუნქციური დანიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელია. ტყეში საქონლის ძოვების ადგილების გამოყოფა და კვოტების დადგენა განხორციელდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე. საქონლის ძოვებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.

გარდა ამისა, ტყეში დასვენებისა და გართობის ინტერესების გათვალისწინებით, ცეცხლის დანთება დასაშვები იქნება მხოლოდ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. კოდექსის პროექტის თანახმად, იქ, სადაც ცეცხლის დანთება იქნება ნებადართული, შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი განთავსდება.

ტყის კოდექსის პროექტი უშვებს მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული მერქნული რესურსების ნარჩენების დაწვას ტყის მიწის ფარგლებში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა