ნინო წილოსანი - არასამთავრობო სექტორის ნაწილს მინდა ვურჩიო, რეალურად წაიკითხოს კოდექსი, არასდროს არის გვიან და ცუდი მიღებული კანონმდებლობის წაკითხვა

არასამთავრობო სექტორის ნაწილს, ვუსვამ კითხვას, არიან თუ არა საქმის კურსში ეკლესიასთან და ტყესთან მიმართებაში ახლა რა კანონმდებლობა მუშაობს, ამის შემდეგ აუცილებლად დაგვთანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნული კოდექსით ჩვენ გავაუმჯობესეთ ყველა სტანდარტი, თუნდაც ეკლესიისთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან ტყის კოდექსთან დაკავშირებულ კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, ტყის კოდექსი არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესებული ვარიანტია.

"მინდა, ვუპასუხო იმ ძალიან არასწორ და ცრუ ბრალდებებს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის ნაწილი აჟღერებს, მე მინდა მათ ვურჩიო, რომ რეალურად წაიკითხონ კოდექსი, არასდროს არის გვიან და ცუდი მიღებული კანონმდებლობის წაკითხვა. ამასთან, ვუსვამ მათ კითხვას - არიან თუ არა საქმის კურსში ეკლესიასთან და ტყესთან მიმართებაში ახლა რა კანონმდებლობა მუშაობს? ამის შემდეგ აუცილებლად დაგვთანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნული კოდექსით ჩვენ გავაუმჯობესეთ ყველა სტანდარტი, თუნდაც ეკლესიისთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ლიმიტირებული ოდენობა შეიძლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფაქტობრივად ფლობენ, ანუ ეკლესია-მონასტრები თუ ტყის მასივში არის ფიზიკურად განთავსებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში, რაც თავისთავად გამორიცხავს სხვა კონფესიებს იმიტომ, რომ დაზუსტებით ვიცით, არც ერთი კონფესიის ეკლესია არ არის განთავსებული ტყის მასივებში. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია დავინახოთ, რა ინტერესები ამოძრავებთ და "ჰედლაინები", რომ თურმე ამ ტყის კოდექსის შინაარსი შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ეკლესიას შეუძლია ტყე ძალიან დიდი ვალდებულებებით და ამ კოდექსის ყველა პრინციპის დაცვით, როგორიც არის მოვლის, სანიტარული ჭრების, რეკონსტრუქციული ჭრების შემდეგ უკვე ყველანაირი პრინციპების დაცვით შეუძლია, რომ საკუთრებაში წაიღოს, აი, ამის მიღმა აპელირებენ ძალიან უმნიშვნელო საკითხზე, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესებული ვარიანტია", - განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს