გამყოფ ხაზთან დუშეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები დაურიდგათ

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან ერთად, სოფელ ოძისში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

„გამყოფ ხაზთან დუშეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და მსგავსი კალათები გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს კარდაკარ დაურიგდებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა