14.07.2025 / 09:02
ბრაზილია კორონავირუსით დაინფიციებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 803 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 330 890-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 21048-მდე მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას აშშ-ის შემდეგ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ