ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ერთი დაინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, მეორე კი, ასევე რუსეთიდან ჩამოსული ქალი, რომელიც იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა.

ამგვარად, 24 მაისის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში 30 დაავადებული მკურნალობს, რომელთა შორის სამედიცინო პერსონალიც არის.

ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის ინფორმაციით, დაინფიცირებულთაგან ერთი ადამიანი წინა დღით საავადმყოფოდან გაეწერა. მისივე ინფორმაციით, ორკვირიან კარანტინში, ამ დროისთვის 149 ადამიანი რჩება, რომელთაგან 116 ცხინვალში, 33 - ზნაურის რაიონშია. ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში", კორონავირუსთან დაკაშირებული ტესტირება 120-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა