ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე - გოიმობას და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს

ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ეს პოლიტიკური სუბიექტები შარის მიზეზებს მაშინაც კი პოულობენ, როცა სპეკულაციების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"ზუსტად ეს არის გოიმობა და ქაჯობა, რასაც ამდენი ხანია ვერ დააღწიეს თავი. სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას, ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე, რადგან მას სამართლიანობის განცდა სჭირდებოდა. თუმცა საერთო-პოლიტიკური სურათი მაინც არ შეცვლილა. ჩვენ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დამარცხდება. ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არ არის. ისინი, როგორც უკვე გითხარით, 2012 წლის შემოდგომიდან გვიგზავნიან წერილებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას მწვავე შეფასება არ გაუკეთებია. მათ კარგად იციან, რომ 48 მილიონის ქურდი არ შეიძლება პოლიტპატიმრად მოიხსენიო. შესაბამისად, ეს რჩება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა