დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი საკმარისად გონებამახვილი არ არის იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს, მან ისიც კი არ იცის, რომ მაგალითად ცოცხალია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მის მეტოქე ჯო ბაიდენი არ არის საკმარისად გონებამახვილი იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს. „მან ისიც კი არ იცის, რომ მაგალითად ცოცხალია. წარმოიდგინეთ. მე ვეწინააღდეგები ისეთ ვინმეს, ვინც უმარტივეს შეკითხვებსაც ვერ პასუხობს“,-განაცხადა ტრამპმა WJLA-TV-სთან ინტერვიუს დროს.

ჟურნალისტემა ამერიკის ლიდერს სთხოვა დაესახელებინა ჯო ბაიდენის თუნდაც ერთი დადებითი მხარე, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ვერ იხსენებს.

„კარგით, ვიტყოდი გამოცდილებას, მაგრამ სინამდვილეში გამოცდილებაც არ აქვს, იმიტომ, რომ მას ისიც არ ახსოვს გუშინ რა გააკეთა. აბა რა გამოცდილებაა? ის დიდი ხანია აქაა, და არავინ იცნობს როგორც ჭკვიან ადამიანს. რაც შეეხება სისუსტეებს, ვერ გეტყვით. ძალიან ბევრია და მთელი დღე ამაზე ვერ ვილაპარაკებ“,-განაცხადა ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს