ანრი ოხანაშვილი შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონის გასაჩივრებაზე - სამართლებრივ სივრცეში, ყოველთვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ - ჩვენ ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია გვექნება

ცხადია, სამართლებრივ სივრცეში, ყოველთვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. ჩვენ ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია გვექნება, როდესაც წარვსდგებით საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, თუ მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის გასაჩივრება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საია-ს მიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონის გასაჩივრების კომენტირებისას განუცხადა.

ოხანაშვილის განმარტებით, უმრავლესობას საკმარისზე მეტი არგუმენტები ჰქონდა პლენარული სხდომის განხილვის დროს, როდესაც თქვეს, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს.

„15 ივლისამდე მთავრობას უფლებამოსილება ექნება განახორციელოს ღონისძიებები, რათა დაიცვას ის ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ კანონპროექტს გასდევს ლაიტმოტივად. ეს არის ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა. თუ ვინმე დაასახელებს სიკეთეს, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა, საინტერესო იქნებოდა, რას დაასახელებენ. ასეთი არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. ასევე არ მოგვისმენია სტრასბურგის სასამართლოს ერთი პრეცედენტი მაინც, თუ რას ეწინააღმდეგება ეს კანონი", განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა