პრეზიდენტი - კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კორონავირუსი დამარცხებული არ არის - ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის

პირველ რიგში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ თითოეულ მოქალაქეზე იქნება დამოკიდებული, „როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს“.

„ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს. ჩვენ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და შეიძლება ითქვას, უფრო რთულ ფაზაში. პირველ რიგში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე, შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ, ეს ასე არ არის. აწი ჩვენზე, ინდივიდუალურად და კოლექტიურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა და მეორე ტალღისაგან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა მოემზადოს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად.

„ასევე, უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გავხსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში, დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდებლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და მაშასადამე, გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს, აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია. ისიც აუცილებლდ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში, ცალ-ცალკე ვერავინ ვერ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კორონავირუსი დამარცხებული არ არის - პრეზიდენტი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა