საქართველოში ტანსაცმლის ზოგიერთ მაღაზიაში გასახდელი ოთახები გაუქმდება

„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

ცნობისთვის, საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, „ზარა", "მასიმო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრადივარიუსი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.

„მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა, უფრო დაიმედებულები ვართ. როგორც მან თქვა, ეპიდსიტუაცია აძლევთ იმის საშულებას, რომ ეკონომიკის ყველა მიმართულება უფრო სწრაფად გაიხსნას. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მოიხსნება შეზღუდვები ჩვენს სექტორზეც.

ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ზოგადად სექტორზე მოიხსნება შეზღუდვა და ეს არ იქნება მხოლოდ კომპანიების მიხედვით. ანუ ის ობიექტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობას შეძლებენ, მიეცეთ გახსნის საშუალება. ჩვენ 100%-ით ვაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს. პლუს კიდევ დამატებით ღონისძიებებს ვატარებთ. იმიტომ, რომ ბრენდები, რომელსაც წარმოვადგენთ, ეს არის ესპანური, ბრიტანული ბრენდები, რომლებსაც გაცილებთ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მოუწიათ ოპერირება. შესაბამისად, ეს საერთაშორისო გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარეს. მაგალითისთვის, ჩვენ გასახდელ ოთახებს გავაუქმებთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, სამაგიეროდ, გავზრდით მობრუნება-გადაცვლის პროცედურებს. ამასთან, მობრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად მოხვდება კარანტინში და ჩაუტარდება დეზინფექცია. ამ პროტოკოლებით ჩვენ აბსოლუტურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ოპერირებას. მოსაზრებები, რომელიც იყო, რომ ტანსაცმელი მაღალი რისკია, აბსოლუტურად გამოვრიცხეთ ჩვენი პროტოკოლებით. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამას გაითვალისწინებენ და მოგვცემენ ოპერირების საშუალებას“,-განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის