ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ საავადმყოფოში, სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 9 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, 21-მა კი სამკურნალო დაწესებულება დღეს დატოვა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სამი მათგანი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საავადმყოფოს დატოვებენ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე კარანტინში 78 ადამიანი რჩება, რომელთა შორის რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებიც არიან. მიმდინარე კვირას, რუსეთიდან კიდევ 10 ადამიანის ჩასვლას ვორონეჟიდან და ვოლგოგრადიდან ელოდებიან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მთლიანობაში, Covid19-ზე ტესტირება 1257 ადამიანს ჩაუტარდა.