დე-ფაქტო ხელისუფლება - აფხაზეთში მეზობელი საქართველოდან 51 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოსთან საზღვრის გახსნის შემდეგ სამშობლოში აფხაზეთის 51 მოქალაქე დაბრუნდა,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთისთვის საჭირო პროცედურების დაწყებამდე ექიმები ამოწმებენ. სკორიკმა აღნიშნა, რომ დაბრუნებული მოქალაქეებიდან აღებული ბიოლოგიური მასალი სოხუმის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

„ჯერჯერობით საქართველოდან შემოსულ არც ერთ მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოჩენია,“- განაცხადა სკორიკმა.

მისივე თქმით, აფხაზეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „მეზობელ სახელმწიფოში“ არა სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, არამედ სხვა პირადი მიზეზის გამო იყო წასული და კარანტინის გამოცხადებისა და „საზღვრის“ ჩაკეტვის გამო იძულებული გახდნენ, იქ დარჩენილიყვნენ.

“თავიდან ვვარაუდობდით, რომ დაბრუნდებოდნენ მხოლოდ ის პირები, ვინც იქ მკურნალობის მიზნით იმყოფებდნენ, თუმცა დავინახეთ, რომ კონტიგენტი უფრო ფართოა, ვინაიდან ამ ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, ვინც საზღვარი სხვა მიზეზების გამო გადაკვეთეს ”- აღნიშნა აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.

მისივე თქმით, ყველა დაბრუნებული პირი ვალდებული იქნება, თვითიზოლაციის წესები დაიცვას.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარი“ 14 მარტს ჩაკეტა. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 15 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი - დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა "სპუტნიკ-აფხაზია" ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო