მარინა ეზუგბაია - საქართველოში “პლაქვენილით” მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში “პლაქვენილით” მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “პლაქვენილი” ინიშნება იმ დროს, როცა აუცილებელია - მძიმე პაციენტთან და მძიმე პნევმონიის დროს.

“შეჩერდა სამეცნიერო კვლევაში მისი გამოყენება. სამკურნალო წამლების ჩამონათვალში ჯერჯერობით ამოღებული არ არის "პლაქვენილი", ასეთი მითითება არ ყოფილა. ჩვენთან არც ერთ პაციენტთან არ გვქონია "პლაქვენილით" მკურნალობის შედეგებით გვერდითი მოვლენები იმიტომ, რომ არც ერთ პაციენტთან არ დანიშნულა ეს პრეპარატი, სადაც მისი დანიშვნის ვალდებულება არ იყო ანუ თუ პნევმონია არ იყო და მძიმე პაციენტი არ იყო. შეიძლება იყო პნევმონია და იყო მძიმე პაციენტი, მაგრამ მას ჰქონდა თანმხლები დაავადება, რომელიც "პლაქვენილისთვის" უკუჩვენება იყო. ყველა ამის გათვალისწინებით, სადაც ჩვენ "პლაქვენილით" დავიწყეთ მკურნალობა და ბოლომდე გავედით, არსად გვერდითი მოვლენები არ გვქონია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც მან განმარტა, “პლაქვენილით” მკურნალობა 5 ან 10-დღიანია და ამ დროს პაციენტი კლინიკაში მინიმუმ 20 დღე ჩერდება, შესაბამისად, მათზე შორეული გამოვლენები და გვერდითი მოვლენები არ ყოფილა და არც არის მოსალოდნელი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება