მოსკოვის პარალელურად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს, ოკუპირებულ ცხინვალშიც აღნიშნავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტმაც განაცხადა, თუმცა თავად ე.წ. პრეზიდენტი აღლუმს მოსკოვში დაესწრება. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მოსკოვში 24 ივნისს გაიმართება. 9 მაისს დაგეგმილი ღონისძიება პუტინის გადაწყვეტილებით მას შემდეგ გადაიდო, რაც რუსეთში პანდემიის უკონტროლო გავრცელება დაიწყო. მოსკოვი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით განსაკუთრებით ემზადება. ქვეყნის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერები ღონისძიებებზე დასასწრებად პირადად მიიწვია. მოსკოვში მიწვეულნი არიან ასევე დე ფაქტო რეჟიმების ე.წ. პრეზიდენტებიც.