საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს 29 მაისის შემდეგ შეცვლილი პრინციპით მოუწევს მუშაობა, მათ შორის მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება არა უშუალოდ ტრანსპორტში, არამედ გაჩერებებზეც.

„პირველ ეტაპზე არცერთ შემთხვევაში არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, იქნება პირბადეები მოთხოვნილი და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება. ჯერჯერობით ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა უშუალოდ მეტროს მუშაობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება, როგორც მეტროს ზედა, ისე ქვედა ვესტიბიულში.

„ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში არ უნდა გაკონტროლდეს. კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. გვაქვს ყოველდღიური დაკვირვების შედეგად მონაცემები, როგორ იზრდება ნაკადები პიკის საათების და სეზონების მიხედვით. შესაბამისად, ამას დაარეგულირებს სატრანსპორტო კომპანია, რომლის აღსრულებაშიც დაგვეხმარება მუნიციპალური ინსპექცია, დაცვის პოლიცია და თბილისის საპატრულო პოლიცია. ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში ერთ შეშვებაზე. ყველა მეტროსადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონიდან გამომდინარე. ადამიანების რაოდენობის კონტროლი და დაკვირვება ხდება როგორც ზედა ვესტიბიულში, ასევე ქვედა ვესტიბიულში და თვითონ ვაგონებში. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შედეგად შესაძლებელია მოხდეს 2 წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა. თუმცა, მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ, რომ გვექნება რაოდენობრივი კონტროლი. ასევე, ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამის საჭიროება იქნება. ჯერ კიდევ ისიც გაურკვეველია, რა რაოდენობის მოთხოვნა წამოვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკური საქმიანობები სრულად გახსნილი. აქედან გამომდინარე, ფორსმაჟორულ, ონლაინ რეჟიმში მოგვიწევს ოპერატიული მუშაობა და სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება. საფრთხეები და რისკები რომ გათვალეს ეპიდემიოლოგებმა და გასცეს რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დაწყებაზე, ამის აღსრულების პროცესში ვართ“, - განაცხადა ხმალაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს