ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020

ტრანსპორტის ამუშავება გამოიწვევს თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღას, - ინფექციონისტის შეფასება

რა ეპიდსიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებში და რას სთავაზობს მათ თბილისი

***

ტრანსპორტის ამუშავება გამოიწვევს თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღას, - ინფექციონისტის შეფასება

“მედიკოსები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად კოვიდ-19-ის ეპიდემიის მორიგ ტალღას არ ელოდებიან, თუმცა, როგორც ინფექციონისტები აღნიშნავენ, ყველაფერი ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციები საქალაქო ტრანსპორტზე, 29 მაისიდან უქმდება, თუმცა, მგზავრებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ტრანსპორტის ამუშავება გამოიწვევს თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღას, - ინფექციონისტის შეფასება

"ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ დღევანდელი ოპტიმისტური ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის მეორე ტალღა საქართველოში მოსალოდნელი არ არის. ეს (მეორე ტალღას) გამოიწვევს თუ არა, მაინც ადამიანებზეა დამოკიდებული. როდესაც ტრანსპორტი აღდგება, მგზავრებმა უნდა დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რასაც მოგვაწოდებენ. ეს იქნება ნიღბების და ხელთათამანების ტარება. არ უნდა გამოიწვიოს მატება, თუ კარგად მოვიქცევით. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ამ მომენტისთვის ვირუსი რომ შემცირებულია, ფაქტია და კარგია. რა იქნება, ამის შესახებ, საუბარი რთულია," - თქვა ენდელაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამასთან, 8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება. 1-ელი ივლისიდან კი, ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება. ცნობისათვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 735 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. მათ შორის 12 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3076 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250”, - წერს სტატიის ავტორი.

რა ეპიდსიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებში და რას სთავაზობს მათ თბილისი

“ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორი დღის წინ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვები გააუქმდა. დე ფაქტო მთავრობამ გახსნა კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები. „რეზონანსი" ოკუპირებულ რეგიონებში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება: "მატულობს რიცხვი, მაგრამ კატასტროფული ვითარება არ არის. აფხაზურმა სამედიცინო საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მოახერხა სიტუაცია აკონტროლოს. ცხინვალში რთული სათქმელია, - არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ეპიდსიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებში და რას სთავაზობს მათ თბილისი

“ქართული მხარის რამდენიმე შეთავაზება იყო, როგორც ცხინვალის, ისე სოხუმის მიმართ. სოხუმში ვიდეოკონფერენცია შედგა ქართულ მხარესთან და ცხინვალი თავს არიდებს ყოველგვარ ურთიერთობას ქართულ მხარესთან. რუსული მხარე ეხმარება, ელემენტარული საშუალებები გამოგზავნა, როგორც სოხუმში, ისე ცხინვალში. სოხუმის მიმართ უფრო მეტი ყურადღება და დახმარებაა. ცხინვალში შედარებით ნაკლებია დახმარება, მაგრამ სამხედრო კონტიგენტი იმდენია, რომ ლამის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება. აქედან გამომდინარე სამხედრო კონტინგენტის დაცვის თვალსაზრისით, გარკვეული საშუალებები გამოიგზავნა, მითუმეტეს, რომ დაავადებულთა შორის ნახევარი სამხედრო პირია, ოღონდ ოსური ეროვნების. 25-30 კაცს ამბობენ, მაგრამ რეალურად ვერ გეტყვით,- არ არის კატასტროფული რაოდენობა, 50-ს არ აღემატება," - აღნიშნავს გამოცემა.

"სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს არც ერთი დღე არ შეუწყვეტია სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის. რეგიონში და არც ამ სოფლებში არ არის საკმარისი პროდუქტები, არ არის მედიკამენტები. საუბარი აღარ მაქვს უკვე პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელიც უშუალოდ კოვიდთან გასამკლავებლად არის აუცილებელი. ჩვენ პარტნიორებთან ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ წვდომა მოვიპოვოთ. გვაქვს მზაობა დავეხმაროთ მოსახლეობას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ადგილზე. თუ აფხაზეთის მიმართულებით ამას სხვადასხვა არხით მაინც ვახერხებთ, ცხინვალის მიმართულებით ფაქტობრივად შეუძლებელია. აქ საოკუპაციო რეჟიმს აქვს ყრუ კედელი, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს აზიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. იქ მოქმედებს ერთადერთი საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ჰუმანიტარული მანდატი. გარკვეულ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოსახლეობას, იგივე პროდუქტების პაკეტებით და ჰიგიენური საშუალებებით. ცხადია, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, რომ მოხერხდეს ამ მოსახლეობის მხარდაჭერა," - განაცხადა ციხელაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ცხინვალის რეგიონში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული. 30 მაისამდე დაკეტილია რუსეთთან ე.წ. საზღვარი. რაც შეეხება აფხაზეთს, კოვიდ-19-ის დადებითი 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი - გარდაიცვალა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა 26 მაისს ცალმხრივად აღდგა”, - წერს სტატიის ავტორი.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო