განათლების მინისტრის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ერთადერთი ცვლილება შესაძლოა, გამოცდების აგვისტოში გადატანა იყოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით ერთადერთი ცვლილება შესაძლოა გამოცდების აგვისტოში გადატანა იყოს. როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, კონკრეტული თარიღების შესახებ დეტალები ივნისში, სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის და ფორმატის ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება. როგორც წინა წლებში ხდებოდა, ივნისში, ძალიან მალე მოხდება ოფიციალური განცხადების გაკეთება კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით. ერთადერთი შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, არის გამოცდების აგვისტოსკენ გადატანა. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ეპიდსიტუაცია. დეტალებთან დაკავშირებით იქნება სპეციალური ბრიფინგი, რომელიც შედგება ივნისში. კონკრეტული თარიღები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, გაცხადდება ამ ბრიფინგზე“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა