აფხაზეთში სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე მომხმარებელთა და ტექნიკური ზედამხედველობის ე.წ. „სახელმწიფო კომიტეტის“ ხელმძღვანელად დანიშნეს

აფხაზეთში სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე გალუსტ ტრაპიზონიანი სტანდარტების, მომხმარებელთა და ტექნიკური ზედამხედველობის ე.წ. „სახელმწიფო კომიტეტის“ ხელმძღვანელად დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის „განკარგულებას“ ე.წ.“პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ხელი 27 მაისს მოაწერა.

გალუსტ ტრაპიზონიანი აფხაზეთის ომის მონაწილე და ე.წ. „აფხაზეთის გმირია“.

2020 წლის თებერვალში ტრაპიზონიანი აფხაზეთში სომხური სათვისტომოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს