სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს, ალბერ II-ს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს, ალბერ II-ს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან ალბერ II- მ კორონავირუსი გადაიტანა. მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა. „საუბარი შეეხო ასევე, პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ მსოფლიოში გლობალური პრობლემების დასაძლევად საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა კლიმატური ცვლილებების, გარემოსდაცვით და საზღვაო ეკოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა