„ლელოს“ წევრი გიგლა მიქაუტაძე - ბატონო პრემიერო, გახსენით „საქსტატის“ გვერდი

"ლელო საქართველოსთვის" წევრის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციას „წიგნის გახსნისკენ და რაღაცის“ წაკითხვისკენ მოუწოდა. ასევე, განაცხადა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველო მე-2 ადგილზეა ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირის მიხედვით. მიქაუტაზე მოუწოდებს პრემიერს, „საქსტატის“ გვერდი გახსნას.

"ბატონო პრემიერო, გავხსენით სავალუტო ფონდის ვებგვერდი, მაგრამ იქ მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ. სამაგიეროდ, იქვე ვნახეთ მთლიანი სახელმწიფო ხარჯების შეფარდების ანალიზი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, რომლის სიმცირის მიხედვით საქართველო 88-ე ადგილზეა მსოფლიოში. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხარჯები ჩვენს ქვეყანაში მაღალია 87 ქვეყანასთან შედარებით. მე გირჩევთ ასევე გახსნათ საქსტატის გვერდი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვი, 2013 წელთან შედარებით, 47 600-ით არის გაზრდილი, მაშინ, როცა კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შემცირებულია. მაგალითად, შარშან კერძო სექტორში 10 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ბატონო პრემიერო, თქვენ ალბათ ისიც არ იცით, რომ სახელმწიფო სექტორში, როგორც წესი, მმართველო პარტიის აქტივისტები და ყოფილი ჩინოვნიკები საქმდებიან შესაბამისი კომპეტენციის გარეშე. თუ არ იცით, დღესვე შემიძლია მოგაწოდოთ გვარები”, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ. მიქაუტაძის კომენტარს “ლელო საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია