მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია - „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარუდგინა

29 მაისს „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია - „ახალი ძალა, ახალი იმედი“ საზოგადოებას და მედიას წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახურიდან აცნობეს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგოტიპი გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა. პარტიის ლიდერების განცხადებით, პანდემიის შემდგომ მსოფლიოს ახალი იმედი და ახალი ძალით განვითარება სჭირდება, ამიტომ „ლელო საქართველოსთვის“ მზადაა, კრიზისის ფონზე აჩვენოს მასშტაბური წარმატების და გამარჯვების მაგალითები.

„ახალი სიმბოლო არ გამოხატავს მხოლოდ ერთი პარტიის, ერთი ადამიანის კუთვნილებას - ის საზოგადოების ერთობის გამომხატველი ნიშანია, რომლიც ერთი იდეის გარშემო კრავს ადამიანებს, სახელმწიფოებს, ცივილიზაციებს. „ლელოს“ ლოგო ეს არის გამარჯვების სიმბოლო - დღეს საქართველოს სჭირდება გაერთიანება და გამარჯვება. „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით იწყებს აქტიურ კამპანიას - „ახალი ძალა, ახალი იმედი“. „ლელოსთვის“, „ლელოელებისთვის“ და საზოგადოებისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! პარტიის ახალი კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური საბჭოს და ორგანიზაციის წევრები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა