მედიის ინფორმაციით, სოხუმში ორი ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმში სამი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ტასს“-თან საუბარში ე.წ. შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებული ერიკ ჭკადუაა, რომელზეც ძებნა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა.

მას ბრალად ედება ე.წ. კანონიერი ქურდების - ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბასა მკვლელობა. დომინიკა აკირთავა რესტორნის თანამშრომელი იყო, რომელიც მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დანაშაული გასული წლის 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან „სან-რემოში“ მოხდა, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები დაცხრილეს.

აღნიშნული საქმის გამო, 2 დეკემბერს თანამდებობები დაატოვებინეს აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, ე.წ. გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს