გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ისეთი სერიოზული დამწვრობისთვის, რომელიც ბავშვს აქვს მიღებული, სწრაფი გაუმჯობესება არ ხდება.

„ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, მოთავსებულია დამწვრობის ცენტის რეანიმაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

6 წლის ბავშვი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს. ბავშვს დამწვრობა სავარაუდოდ, ადუღებული წყლით აქვს მიღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა