მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება

მოსკოვში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსკოველებს დღეიდან გარეთ სასეირნოდ გასვლის ნებას დართავენ, თუმცა სახლიდან გამოსული ადამიანებისთვის პირბადეების გამოყენება სავალდებული იქნება.

გარდა ამისა, დღეიდან დედაქალაქში იხსნება მაღაზიები და ავტოსალონები, თუმცა სოციალური დისტანციისა და დეზინფექციის რეჟიმის მკაცრი დაცვით. როგორც მომხმარებელმა, ასევე პერსონალმა პირბადეები და ხელთათმანები უნდა გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ სეირნობა და გარეთ ვარჯიში დროის გარკვეულ მონაკვეთში იქნება ნებადართული. ვარჯიშის უფლება დედაქალაქის მოსახლეობას ყოველ დღე, დილის 9 საათამდე ექნებათ, სეირნობის კი დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, მაგრამ კვირაში სამ დღეს.

დედაქალაქის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, წესების დაცვას პოლიცია და ადმინისტრაციულ-ტექნიკური ინსპექციის თანამშრომლები გააკონტროლებენ.

იხილეთ ვიდეო: მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა