ზაზა გაბუნიამ მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. გაბუნიას თქმით, ცვლილებები მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

“ეს ცვლილებები მინზად ისახავს მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას, ამასთან ამ პოლიტიკის უფრო ეფექტურად განხორციელებას. კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით აღნიშნული შესაძლებლობები უკვე გააჩნია თვითმმართველ ქალაქებს და მნიშვნელოვანია ის გადაეცეს სხვა მუნიციპალიტეტებსაც.” - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას. კანონის მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ხოლო ნებართვები გაიცემა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში. აღნიშნული დანაწესი ეწინააღმდეგება კოდექსს, ვინაიდან, კოდექსი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას“ და არ ახდენს მუნიციპალიტეტების დიფერენციაციას თვითმმართველ ქალაქებად და თვითმმართველ თემებად. კანონპროექტის მომზადების მიზანს კი სწორედ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა