ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრად ვლადიმირ ანუა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრად ვლადიმირ ანუა დაინიშნა

დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრად გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ ანუა დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, ე.წ. აფხაზეთის „გმირი“ ვლადიმირ ანუა პირველი პოლკის მეთაური, შტაბის უფროსი იყო, ხოლო 1993 წლიდან მას ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მთავარი სამხედრო ინსპექტორის თანამდებობა ეკავა.

ცნობისათვის, ვლადიმირ ანუა ე.წ. თავდაცვის მინისტრის პოსტზე მერაბ ქიშმარიას ჩაანაცვლებს.