აკაკი ბობოხიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც უნდა დათმოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დათმოს, რათა საპარლამენტო არჩევნებზე არ შეიქმნას პოლარიზებული სურათი, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონლური მოძრაობა“ იბრძვის.

როგორც ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებზე უფრო ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა როლების გადანაწილებაა საჭირო.

„ისე უნდა დავლაგდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ საშუალება, თქვას, რომ ერთ მხარეზე არის თვითონ და მეორე მხარეს არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, მე კობერიძეებს, ჭიჭინაძეებს, „ოცნებიდან“ გვიან გამოყოფილ ადამიანებს მოვუწოდებდი, თუ ჩვენ გვინდა, რომ მეორე ტური არ იყოს მხოლოდ ბრძოლა „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის, მოდი, შევთანხმდეთ წინასწარ, რომ მაჟორიტარი კანდიდატები განაწილებული იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ასეთ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში მოვუგებთ ბიძინას, ხომ არ უგებს ერთი პარტია? შეთანხმებულები ვართ და ბევრი უგებს. ამ წინადადებაში ლომის წილი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დათმოს რაღაც, ოღონდ ეს მათი გადასაწყვეტია, დათმობენ თუ არა. თუ მეორე ტური იქნება „ქართულ ოცნებასა“ და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას შორის, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოვახერხებთ თუ არა შეთანხმებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ წამოვა ამ მოლაპარაკებასა და დათმობაზე, რომ შეთანხმებული კანდიდატი გვყავდეს, მაშინ გამოვა, რომ 30-ვე მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი არ იქნება, ზოგი იქნება „გირჩიდან“, „ლეიბორისტებიდან“, ზოგი - „ევროპული საქართველოდან“, ზოგი იქნება „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა, ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი მაჟორიტარი ეყოლება, რადგან ამ მოცემულობაში სხვაზე ძლიერი ოპოზიციური ჯგუფია, მაგრამ იმისთვის, რომ არ შეიქმნას პოლარიზებული სურათი, რომ მხოლოდ ორი პარტია იბრძვის, ამისთვისაა სწორედ როლების გადანაწილება საჭირო. ჩვენ ვთავაზობთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს როლები გავინაწილოთ“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა