პროექტ  "Twinning“ -ის მართველი კომიტეტის პირველი დისტანციური შეხვედრა გაიმართა

პროექტ "Twinning" – Supporting Inter – Sectoral Collaboration Possibilities Between Research and Industry“ მართველი კომიტეტის პირველი დისტანციური შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოსა და პროექტის განმახორციელებელ გერმანულ - ავსტრიულ - ლატვიურ კონსორციუმს შორის შედგა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ მართველი კომიტეტის წევრები: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე, მოადგილე ჯაბა სამუშია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული "Twinning" პროექტი ევროკომისიის მიერ ფინანსდება, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას წარმოადგენს. მათივე ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევებში დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებასა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის განვითარებას საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს, ასევე სხვადასხვა აქტივობები, შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ბიზნესსა და მეცნიერებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, არამედ ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრას, რათა განხორციელდეს საერთაშორისო რეკომენდაციებით გათვალისწინებული ამოცანები. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო კავშირების დამყარების საკითხს. პროექტი 2020 წლის პირველ კვარტალში დაიწყო და მისი ხანგრძლივობა 2 წელს შეადგენს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა