ე.წ.  უშიშროების კომიტეტი - „სამხრეთ ოსეთისა“ და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის მთავარ საფრთხეებად რჩება საქართველოს მხრიდან პროვოკაციები, კორონავირუსი, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის მთავარ საფრთხეებად რჩება საქართველოს მხრიდან პროვოკაციები, კორონავირუსი, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა და საზღვარზე არსებულ ვითარებაზე სარწმუნო ინფორმაციაზე წვდომა. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება.

მათი ცნობით, ქართული მხარე დაუბრუნდა მცირე ავიაციის გამოყენებას ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

მათი მტკიცებით, 28 და 29 მაისს, ახალგორისა და ზნაურის რაიონებში ვერტმფრენების გადაფრენა დაფიქსირდა ისე, რომ „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლები არავის გაუფრთხილებია.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 2 და 3 ივნისს, ე.წ. სასაზღვრო ჯარმა დააფიქსირა სოფელ უისტასთან ქართული მხარის უპილოტო საფრენი აპარატი.

კომიტეტში განაცხადეს, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ეს შემთხვევები იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ შეერთებულ შტატებში მუშავდება უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც შეუძლიათ დაინფიცირებული მწერების გავრცელება, ასევე ლუგარის ლაბორატორიაში კვლევების კომპლექსის ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია დაინფიცირებულ კოღოებთან.

„უშიშროების კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს ქართული მხარის კონტრპროდუქტიულ ქმედებებზე დასახლებულ პუნქტ ოძისში საქართველოს შსს-ს პოსტის ტერიტორიაზე ახალ კონსტრუქციაში სამედიცინო ბლოკის განთავსებაზე, რომელიც სპეციალური მოწყობილობით იქნება აღჭურვილი და განკუთვნილია "სამხრეთ ოსეთის" ქართველი ეროვნების მოქალაქეებისთვის ბიოლოგიური მასალის ასაღებად, რომელიც შემდეგ ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება“, - განაცხადეს კომიტეტში და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს აიძულებს უკანონოდ გადაკვეთონ „სახელმწიფო საზღვარი“ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

დე ფაქტო უწყება მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეებს, გააძლიერონ საზოგადოებრივი, სამოქალაქო და პირადი კონტროლი ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით და სამხრეთოსურ მხარეს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს ხელისუფლებისა და ლაბორატორიის თანამშრომლების მონაწილეობას საბრძოლო ვირუსების შექმნასა და გამოყენებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო