კობა გვენეტაძე რომან გოცირიძეს - თქვენ დროს იყო ორნიშნა ინფლაცია, როცა თქვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყავით - არანაირი საფრთხე ორნიშნა ინფლაციის არ არსებობს

თუ დამატებითი კატაკლიზმები არ მოხდა, იმ სიტუაციაში რაც გვაქვს, ორნიშნა ინფლაციის საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატების კითხვეს პასუხობს.

კობა გვენეტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს მიმართა, რომ ორნიშნა რიცხვს ინფლაციის მაჩვენებელმა მაშინ მიაღწია, როდესაც ის იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

„იმ სიტუაციაში, რაც დღეს გვაქვს, იქიდან გამომდინარე, თუ დამატებითი კატაკლიზმები არ მოხდა, არანაირი საფრთხე ორნიშნა ინფლაციისა, არ არსებობს. მგონი, თქვენ დროსაც იყო ორნიშნა ინფლაცია, თქვენ რომ იყავით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 14%-მდე იყო ინფლაცია ასული და ასეთი მაღალი ინფლაცია საქართველოში კარგა ხანია არ ყოფილა. მიზეზები არ დაილევა. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მაშინ უფრო დიდი მიზეზები იყო, ვიდრე ახლა, როდესაც რუსეთიდან ფრენები შეწყდა და პანდემია დაიწყო? არ მგონია, ასეთი მიზეზები ყოფილიყო. ვიცი, რაც იყო მიზეზი. ამიტომ, სამწუხაროდ, ხდება, რომ ორნიშნა ინფლაცია შეიძლება არსებობდეს, თუმცა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს გვაქვს, საქართველოს ორნიშნიანი ინფლაცია არ ემუქრება“,- განაცადა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა