თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

ამერიკაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოსა და ამერიკის მოქალაქეები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ, გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მათ მომხრეებს, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავენ.

აქციაზე მცირედი ინციდენტიც მოხდა. ადგილზე განსხვავებული პოზიციის მქონე ამერიკის მოქალაქეები მივიდნენ, რომლებმაც ადგილზე შეკრებილებს მიმართეს, რომ აშშ-ში ყველა სამართალდამცველი რასისტი არ არის და ანალოგიურად არ იქცევა.

„აქ ხალხი ერთი იდეის გარშემოა შეკრებილი, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც შავკანიანები თავიანთი უფლებებისთვის იბრძვიან. ადამიანი მოკლეს და 8 წუთი აწამებდნენ, რაც ვიდეოშიც არის ასახული. ამ ფაქტმა ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია. უკვე მეშვიდე დღეა, აქციები მიმდინარეობს. როგორც იცით, ტრამპმა ჯარი გამოიძახა. მგონი, 26 ქალაქში უკვე არის ჯარი, აქციაში მონაწილე 10 ათას ადამიანზე მეტი კი დააკავეს, დიდი ძალადობა მიმდინარეობს. როგორც იცით, ეს გლობალური პრობლემა გახდა და ყველა მხარს უჭერს. ძალიან ბევრ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია და ჩვენც შევუერთდით. საქართველო შავკანიანებსა და პოლიციელების მსხვერპლებს სოლიდარობას უცხადებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთვის აშშ-ს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ძალა აქვს. თუ მათ შეუძლიათ, რომ თავინთი ხალხი ასე დაჩაგრონ, ნებისმიერი მთავრობა ასე დაგვჩაგრავს ჩვენც და იტყვის, რომ თუ ეს აშშ-ში ხდება, მეც შემიძლიაო“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოფო ჯაფარიძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს