დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება

დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოების თავშეყრისას პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარით დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ უზრუნველყოფს, რომ შენობაში ფიზიკური პირი პირბადის გარეშე არ შევიდეს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და ამავე კვირას მიიღებენ.

"ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენციაზე დაფუძნებით უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის პირბადეების ტარების სავალდებულო წესი.

პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ღია სივრცეში პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღევისთვის მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან.

"ღია სივრცეებში არ არის დადგენილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მათ შორის, ღია სივრცეში თავშეყრის დროს უნდა დავიცვათ წესები. თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის მძიმე ტვირთად დააწვეს ჯარიმა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მიზანი არ არის სრული შეზღუდვა, ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ეფექტიანი რეაგირება ამ საკითხებზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი