გიგა ბოკერია - ნიკა მელიას განცხადება არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების იმ განცხადებების გაბათილება, რომელმაც სერიოზული უხერხულობა შექმნა - თუ სიტყვა შესრულდება, მხოლოდ მოხარული ვიქნები

ნიკა მელიას განცხადება არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების იმ განცხადებების გაბათილება, რომელმაც სერიოზული უხერხულობა შექმნა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქის დათმობას.

ბოკერიას თქმით, მანამდე აღნიშნული პარტიის წარმომადგენლებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რაც ოპოზიციური გაერთიანების შეთანხმების სრულიად საპირისპირო იყო.

"ეს არის იმ განცხადებების გაბათილება, რომელმაც სერიოზული უხერხულობა შექმნა. „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებმა, (ბატონმა მელიამ არა)ბოლო დროს გააკეთეს განცხადებები, რომელიც საპირისპირო იყო იმ სულისკვეთების და შეთანხმების, რაც ჩვენ გვქონდა. გუბაზ სანიკიძის, შემდეგ ზაალ უდუმაშვილის, რომან გოცირიძის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებები სრულიად საპირისპირო იყო, რომ პირველ ტურს რა მნიშვნელობა აქვს, მეორე ტური უნდა იყოს, რომ თუ ყველა პარტია ყველგან არ იქნა, რა აზრი აქვს და ა.შ. ეს ჰგავდა შეთანხმების დარღვევისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის შემზადებას. რაც შეეხება ბატონი მელიას განცხადებას, ის იმ სულისკვეთებისაა, რაც ჩვენ აქამდეც გვქონდა. თუ ეს სიტყვა შესრულდება, მხოლოდ მოხარული ვიქნები. დღეს ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ რისკები შევამციროთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. პირველივე ტურში უნდა გაირკვეს, ვინ დამარცხდა, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის რაიმე სისულელე არ ჩაიდინოს ივანიშვილის ხელისუფლებამ“, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე: ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში ოლქების დათმობასთან დაკავშირებით სიტყვა არ შეასრულოს, ბოკერიამ განაცხადა, რომ „მოხარული იქნება, თუ ასე არ მოხდება“.

„მხოლოდ მოხარული ვიქნები, რომ არაფერი აღარ შეიცვალოს. თავს ვიზღვევ განცხადებებში, თორემ თავს არავის არ ვესხმი“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ბოკერიას განცხადებით, შეთანხმება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მიიღწევა.

„იმედი მაქვს, რომ დღეების საკითხია. ეს არის ჩვენი ამოცანა,“ - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს და მაჟორიტარობის კანდიდატებს მხოლოდ სამგორსა და გლდანში წარადგენს.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას