ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოების კომიტეტი“ - იმ ტერიტორიაზე, სადაც ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა საზღვარი დაარღვიეს, რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განვახორციელეთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოების კომიტეტი“ აცხადებს, რომ მათმა წარმომადგენლებმა იმ ზონის რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განახორციელეს, სადაც, მათივე მტკიცებით, ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. „რესპუბლიკის საზღვარი“ დაარღვიეს.

მათივე ინფორმაციით, 2 და 3 ივნისს სოფელ უისტასთან (წნელისი) ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

„უსაფრთხოების სამსახურის საზღვრის დაცვის სამსახურის რადიაციისა და ქიმიურ-ბიოლოგიური დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში ნიადაგის, წყლის, ჰაერისა, მწვანე საფარისა და მწერების ნიმუშები აიღეს, რომელსაც ლაბორატორიაში გამოიკვლევენ ბიოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად,“- ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

მათივე თქმით, შემოწმების საჭიროება გამოწვეულია „მაღალი დონის ბიოლოგიური საფრთხის არსებობის, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის არსებობისა და იმ ქმედებებით, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს.“

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თუკი აღებულ ნიმუშებში პათოგენური მიკროფლორა ან დაავადების გადამტანი ვექტორები აღმოჩნდება, ეს ფაქტი თბილისის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბიოტერორიზმის ფორმებისა და მეთოდების გამოყენების მიმანიშნებელი იქნება,“ - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა