რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის ჩაგდებაზე - დასცინეს ზურაბიშვილს - როცა პრეზიდენტის სკამს გიყიდიან, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ამ სკამს ხანდახან გამოგაცლიან და იატაკზე მოადენ ბრაგვანს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ პრეზიდენტის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურის ჩაგდებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება. გოცირიძე აცხადებს, რომ ხიშტოვანის კანდიდატურას მხოლოდ მან დაუჭირა მხარი.

როგორც რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა ხიშტოვანის კანდიდატურა პარლამენტს ერთი წლის წინ, ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე წარუდგინა, რაც მისი ჩაგდების მიზეზი გახდა.

„ხიშტოვანის საკმაოდ კარგი კანდიდატურა, რაც გასაკვირი იყო პრეზიდენტისაგან, საფინანსო კომიტეტზე ერთხმად ჩააგდეს. მხოლოდ მე დავუჭირე მხარი. როცა ასე „შეკრულები” არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები, ეს იმას ნიშნავს, რომ დავალებაა „ზემოდან”. დასცინეს ზურაბიშვილს. გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ შეასრულეს ივანიშვილის მითითება. ერთი წელიწადია, ეროვნული ბანკი საბჭოს 7 წევრის ნაცვლად, მუშაობს 5 წევრით და როდის შეივსება კანონით გათვალისწინებულ რაოდენობამდე, არავინ იცის.

როცა პრეზიდენტს სკამს გიყიდიან, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ამ სკამს ხანდახან გამოგაცლიან ხოლმე და იატაკზე მოადენ ბრაგვანს. არ უნდა შეიმჩნიო. არც შეიმჩნევს. ”ახალს” წარმოადგენს. ვერც ”პროტესტობანას” მოვისმენთ ზურაბიშვილისგან და არც ”ბოდიშობანას” მოხდას მოსთხოვს პარლამენტს," - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა