გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს.

როგორც პრემიერმა იმერეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ კორონავირუსის გამო გამოწვეული პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს.

„გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის მძიმე პერიოდია, ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, სხვანაირად მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ცალკე, არ გამოვა არაფერი.

ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ ცალკე აღებული ქვეყანა მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, ქუთაისი პირველ რიგში და შემდგომ ბათუმი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე