ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. რუსეთის სალჩოსთან ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. რუსეთის სალჩოსთან ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. რუსეთის საელჩოს შენობასთან სამართალდამცველები და კინოლოგები ბომბს ეძებდნენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

სოხუმში, ე.წ. საელჩოს შენობასთან ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებმა დილით მიღეს, რის შედეგადაც, ადგილზე ე.წ. უშიშროების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები გავიდნენ. მოხდა შენობის შემოსაზღვრა. ამის მიუხედავად, დე ფაქტო საელჩო ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

შენობის ირგვლივ მოქალაქეთა გადაადგილება აიკრძალა, ადგილიდან გაიყვანეს შენობასთან მდგომი ავტომანქანები.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.