“თავისუფალი საქართველო“ - მუნიციპალური განვითარების ფონდი სატენდერო თანხებს „ბერავს“, ხოლო ტენდერებს არაკვალიფიციურად ატარებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

მათი განცხადებით, ჭუბერში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობისთვის 2 357 100 ლარია გამოყოფილი, ხოლო წარდგენილ დოკუმენტაციაში საეჭვო გარემოებები იკვეთება.

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოველთვის იყო განათლება, რომელიც სახელმწიფოს განვითარების და წინსვლის ქვაკუთხედს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტენდერის ღირებულება საეჭვოდ მაღალია იმ შემთხვევაშიც კი თუ იატაკის მასალად მაკაგონს და მარმარილოს გამოვიყენებთ, ხოლო კარის სახელურს ოქროსგან დავამზადებთ.

საყურადღებოა, თუ ვინ მოიგო ტენდერი?! აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „გრავიტამ“, ვინაიდან სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებული იქნა უფრო დაბალი შეთავაზების მქონე შპს „აისი დეველოპმენტი“ (დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის გამო), რაც თითქოს ეჭვს არ იწვევს და ნორმალური შემთხვევაა, თუმცა ეჭვის გამომწვევ საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სატენდერო კომისიამ გაითვალისწინა შპს „გრავიტას“ მიერ წარდგენილი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც მისადმი გაცემულია შპს „თეგეტა მოტორსის“ მიერ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს „გრავიტას“ და მისი რეკომენდატორი შპს „თეგეტა მოტორსის“ საკონტროლო პაკეტები გახლავთ შპს „თი ჯი ემ“ ჯგუფის მფლობელობაში, შესაბამისად მითითებული ფირმები არიან ერთი და იმავე კომაპანიის მფლობელობაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოხსენიებული სუბიექტები, სამართლებრივ ენაზე „ურთიერთდამოკიდებულ პირთა“ ერთობლიობას ქმნიან. ასევე ინტერესს იწვევს ის ფაქტიც, რომ შპს „თი ჯი ემ“ ჯგუფის მეწილე და შპს „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი მშვილდაძე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდის გულუხვი შემომწირველია (ფონდს 55 000 ლარი შესწირა), რაც რა თქმა უნდა ცალსახად არ მიუთითებს რაიმე სახის მტკიცებულებებზე, თუმცა საერთო ჯამში გარკვეული ეჭვების გამომწვევ დამატებით ინდიკატორს წარმოადგენს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გუნდს, მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა სახელმწიფოში უნდა აშენდეს საგანმანათლებო დაწესებულებები, თუმცა უპირობოდ აუცილებელია მსგავსი სახის პროექტების კონტროლისა და მონიტორინგის გამკაცრება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ზემოაღნიშნული თუ სხვა სახის „საეჭვო“ ტენდერებით, რათა თავიდან ავიცილოთ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ფლანგვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა