ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ინფექცია რუსეთიდან დაბრუნებულ რვა კურსანტსა და ერთ ექთანს დაუდგინდა. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.

ამგვარად, 7 ივნისის მონაცემებით, ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირებული 32 პაციენტია, რომელთაგან 27 კურსანტია, ორი ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა, ერთი სამხედრო მოსამსახურეა და ორი სამედიცინო პერსონალი.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, რომლებიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ცხინვალის ოპერატიული კომიტეტის ცნობით, 226 ადამიანს აკვირდებიან, მათგან სამედიცინო დაწესებულებაში 142-ს. მთლიანობაში, 5 მაისიდან კორონავირუსით 66 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 34 გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს