პაატა იმნაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ კოვიდ 19-ის ნაკლები შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეების განმავლობაში, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ვირუსი არ გამქრალა

დაავადებათა კონტროლის ეროცნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსის ნაკლები შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეების განმავლობაში, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსი არ გამქრალა და სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია.

„ერთ კვირაში ქვეყანაში შიდა ტურიზმი იწყება, ასე რომ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები იმისათვის, რომ ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყოთ. ის, რომ მხოლოდ თითოოროლა შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც სამწუხაროდ, კორონა არსად გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენეს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ ყველა, ისევ და ისევ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და ფიზიკური დისტანცირების მაქსიმალურ დაცვას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის