ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ქართული პირბადის წარმოების პროგრამა გრძელდება, პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს

საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, ქართული პირბადის წარმოების სამთავრობო პროგრამა გრძელდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, მრავალჯერადი პირბადის წარმოების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მარტში დაიწყო, დღესაც მიმდინარეობს.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სამინისტრო 2 თვეა, რაც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებთან, რომელთაც, ჯამში, 1,8 მლნ ერთეულზე მეტი პირბადე გადასცა. აფთიაქებში აღნიშნული პირბადეები სუბსიდირებულ ფასად 50 თეთრად იყიდება.

„ჩვენ პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ ყველა მსურველი ადგილობრივი წარმოების პირბადით მოვამარაგოთ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა საჯარო და კერძო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით საქართველოში ამოქმედდა არაერთი საწარმო, რომლებიც ერთჯერად სტანდარტულ პირბადეების ამზადებენ.

„საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების დიდი არჩევანია, რაც ძალიან მოსახერხებელია მომხმარებლისათვის,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, პირბადეების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება.

„ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი პირები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ აღნიშნულ მოწყვლად პირებს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები უსასყიდლოდ გადაეცეს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა