ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ალტერნატივა არ ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში „ქართულ ოცნებას“ და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ალტერნატივა არ ჰყავს.

როგორც ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დღეს „გაერთიანებული ოპოზიცია“ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს. ოპოზიციურად განწყობილ სხვა პოლიტიკური პარტიებს კი ბევრი აქვთ დასამტკიცებელი.

„ვინ არის "გაერთიანებული ოპოზიცია"?- ეს არის ერთიანი, მთლიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურად განწყობილ ძალებს, მათ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ რეალურად რაღაც შეუძლიათ, მაგრამ მათი რეიტინგები სხვა რამეს მიუთითებს. დღეს ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ დღეს ჩვენს რეალობაში ალტერნატივა არ ჰყავს, ბიძინა ივანიშვილს დღეს, ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ ჰყავს. კეთილი ინებონ და არჩევნებს დაელოდონ, იმუშაონ ბევრი. ჩვენი ოპოზიციისგან მხოლოდ ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილი, უარგუმენტო, უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამებებით, შეურაცხყოფებით გაჯერებული დისკუსია მოდის. მეგობრებო, ხალხს მობეზრდა, მობეზრდა ამათი საუბრების მოსმენა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ხელეწიფება მოსახლეობის ფართო მასების, თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანა“.

„ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მატყუარებით და თაღლითებით დაკომპლექტებული ძალა, პოლიტიკური თაღლითებით, პროფესიონალური მატყუარებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა: „ჩვენი ბრალია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შერჩა ამდენი მხარდამჭერი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა