პრემიერი - ბიუჯეტში ხარჯები დაახლოებით 600 მლნ-ით შემცირდება და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მნიშვნელობა დაახლოებით 8.5% იქნება

ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში ხარჯები დაახლოებით 600 მლნ-ით შემცირდება და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მნიშვნელობა დაახლოებით 8.5% იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა -4% იქნება, საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტის დანაკლისი კი 1.8 მილიარდი ლარი. პრემიერის თქმით, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონთან შეთანხმებულია.

„ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მლნ-ით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით საპროგნოზო იქნება დახლოებით 8.5%. ეს არის ძირითადი პარამეტრები ბიუჯეტის, რომელსაც დღეს ფინანსთა სამინისტრო წარმოგვიდგენს, თუმცა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით ვპროგნოზირებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ აღდგენას. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 4%, ხოლო 2022 წლის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც არის ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, დაახლოებით 6% გახლავთ. მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ არაპროგნოზირებადობა, ამიტომ, ჩვენ ყველანი როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის გამოწვევისთვის. სწორედ ეს გვკარნახობს, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას აქვს, ძალზე ფრთხილად, მაქსიმალურად გონივრულად და სამარლიანად იყოს გამოყენებული. ეს არის ძირითადი პრინციპები, როდესაც ჩვენ, მაგალითად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩვენს მოქლააქეებზე გავანაწილეთ 6 თვეზე და არ მივეცით ერთჯერადად და კიდევ ბევი ნაბიჯი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისითაც განპირობებული იყო სწორედ ამ დიდი გამოწვევით“,- განაცხადა გახარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს